მთავარია, ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლებს გამოეხმაურა, რომელიც დღეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას, თითქმის ორ მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.