შექმნილია ცრუ არჩევანი, თითქოს „ქართული ოცნება“ უნდა წყვეტდეს საკითხს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" განაცხადა.
"სინამდვილეში, საკითხი არის ძალიან მარტივად. იყო სასამართლო პროცესი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის მსჯავრის შესაძლო გადავადებას ეხებოდა, სასამართლომ იმსჯელა და ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული პროცესი თავისი გამჭვირვალობით. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყველაფერი, ყველამ ყველაფერი მოისმინა და ვნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილება. სწორედ ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ნაწილი. ამიტომ, რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის საკითხს, ამ ნაწილს პასუხი გაეცა.
მისი დანაშაულები იმდენად ხელისგულზე დევს, რომ ისინი (ნაციონალური მოძრაობა) აღარც კი საუბრობენ მის პოლიტპატიმრობაზე ", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს არც სასჯელი გადაუვადა და არც სრულად გადაუვად