არის მცდელობა, ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში წარმოდგენილი, რეალურად კი იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის ე.წ. რებრენდინგის პროცესის გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ წინა არჩევნებზე ნახა ხალხმა.
„სრულად გარედან მართული პროცესია და ზუსტად ისე მიდის პროცესები, როგორც ჩვენ ვსაუბრობდით. არის მცდელობა, ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში წარმოდგენილი, რეალურად კი იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი. ასე რომ, ეს არის მცდელობა გარედან დაგეგმილი, დაორგანიზებული და განხორციელებული. ზუსტად ეს ორი პარტია – „ლელო“ და გახარია. ვხედავთ, გახარია დღესაც საზღვარგარეთ არის და იქ იღებს მითითებებს. ამომრჩეველს რომ მოაჩვენონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის არჩევნებში წარმოდგენილი, სინამდვილეში არის ერთი ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარედან იმართება. ეს მცდელობა არის ახლა, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.