ერთ-ერთი მიმართულება, რაც საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან არის მხარდაჭერილი, ეს მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკაა, საქართველოში უკანონო მიგრაცია უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის ეს გამოწვევაა.
„ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ბრძოლაა მიგრაციის წინააღმდეგ. შესაბამისად, კარგია, რომ შს სამინისტროს იმ კანონმდებლობით რაც პარლამენტმა შექმნა, შესაძლებლობა აქვს, რომ გადაწყვეტილება სწრაფად და ეფექტურად მიიღოს უკანონო მიგრანტების დეპორტაციის თაობაზე. დაახლოებითი რიცხვებია, რა ვარაუდიც არის, თუ რა შეიძლება იყოს მოცულობა უკანონო მიგრანტების. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი მაღალი იყოს, რათა ორ-სამ წელში სრულად მოხდეს უკანონო მიგრაციის პრობლემის აღმოფხვრა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.








