მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე აიწია და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის წევრ ორ და ნატო-ს წევრ ხუთ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, გამოქვეყნდა უფრო ფართო რეგიონში საქართველოს ლიდერობის ფაქტებზე დაფუძნებული კიდევ ერთი მტკიცებულება. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე აიწია და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას; ასევე ევროკავშირის წევრ ორ და ნატო-ს წევრ ხუთ სახელმწიფოს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა იყოს ამ უდავო ფაქტების ოფიციალური დადასტურება.
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ევროკავშირის ფუნდამენტურ საყრდენებს შორისაა. და ამიტომ, ჩვენ ვამაყობთ ამ მიღწევებითა და ლიდერობით საქართველოსა და მისი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბევრი ცდილობს, აღქმების შეცვლის მცდელობით სადავო გახადოს ეს მიღწევები, თუმცა ყველა ეს ძალისხმევა უშედეგოა“.
Only a few days before the European Commission’s annual report, yet another facts-based evidence of Georgia’s leadership in the wider region has just emerged.
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) October 25, 2023
Based on the @TheWJP Rule of Law Index 2023, Georgia is on the 48th place out of 142 countries, ahead of all EU… pic.twitter.com/pSWSNqOz0t