საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დღევანდელ ბრიფინგს, რომლის მიხედვით, „საია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს“.

„კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს.