საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ სამართლებრივი საქმის პოლიტიზებას ყველანაირად უნდა შეეწინააღმდეგონ.

მისი თქმით, სამართლებრივი პროცესის პოლიტიზება და ამით მთავარ საკითხზე ყურადღების მოდუნება, ტაქტიკის ნაწილია.

როგორ პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პოლიტიკური განცხადებებით და ინსინუაციებით საქართველოს მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა ჯერ არავის გამოსვლია.

"პოლიტიზების მცდელობას ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ და სწორედ ტაქტიკაა, რომ პოლიტიზება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის, ბრალის და სამართლებრივი პროცესის და ამით ყურადღება მოდუნდეს მთავარ საკითხზე. მთავარ საკითხს რაც შეეხება, ბრალი არის წარდგენილი, ეს არის სამართლებრივი პროცესი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამართლებრივი პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები.

პოლიტიკური განცხადებებით და ინსინუაციებით საქართველოს მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა ჯერ არავის გამოსვლია. ასე რომ, მნიშვნელოვანია ყველა კონცენტრირდეს სამართლებრივ საკითხებზე. მათ შორის, ჩვენ ვიხილეთ , რომ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ჩვენებები, აღიარებები და ამას სჭირდება პასუხები, ამ კითხვებზეა პასუხები გასაცემი. მე, სხვა პასუხი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ სამართლებრივ პროცესში სამართლებრივი არგუმენტებია საჭირო და არა პოლიტიკური ინსინუაციები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.