ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები. ჯო უილსონიც რომ დაესწრება, მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე. ვნახეთ, რომ ოლესია ვართანიანი, ბახტი ნიშანოვი ერთმანეთში ჭორაობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. შინაარსიც ხომ მნიშვნელოვანია - როგორ ითხოვდნენ ჩარევას ქართულ შიდა საქმეებში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ჰელსნკის კომისიის ორი დღის წინანდელ ბრიფინგზე საუბრისას.
მისი თქმით, ამ სხდომაზე ლორა თორნტონმა საქართველოში ფულის შემოტანის არალეგალური სქემების არსებობა აღიარა.
„რაც შეეხება ქალბატონ თორნტონს, წამლად იქ ერთი ამერიკელიც იყო, ის მარტა კოსის შემდეგ მეორე ადამიანია, რომელმაც აღიარა, რომ არსებობს არალეგალური, შავი სქემები საქართველოში ფულის შემოტანის. მან ეს აღიარა, თქვა, რომ ეს სქემები არსებობს და დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. გასაგებია, რომ თავი შეიკავა, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული უნდა ემხილებინა - ყველა ეს სქემა არის დანაშაულებრივი, ვინაიდან მისი ამოცანაა, გვერდი აუაროს ქართულ კანონმდებლობას, ეს კიდევ ერთხელ ასაბუთებს იმ ცვლილებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა შეიცხადა.
ბატონმა ჰერჩინსკიმ კითხვები ჩვენ არ დაგვისვას, კითხვები დაუსვას ქალბატონ კოსს, მის უფროსს, რომელმაც თქვა, რომ ეძებენ გზებს, რათა გვერდი აუარონ ქართულ კანონს და და ფულის მისცენ მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ქართველი ხალხის ყურადღების მიღმა. თავად თუ არ არის გარკვეული საქმეში [ჰერჩინსკი], თავის უფროსს ჰკითხოს, რა სქემებს ალაგებენ ასეთს, რომ გვერდი აუარონ ქართულ კანონებს. ასევე ჰკითხოს ქალბატონ თორნტონს, რომელმაც აღიარა ასეთის სქემები არსებობა და ნამდვილად ვიცით, რომ არსებობს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოეთიდან ორგანიზაციების დაფინანსების ალტერნატიულ ერთ სქემაზეც ისაუბრა.
„თავად უყვართ ხოლმე უცხოელებს თქმა, რომ საქართველო პატარაა, ყველა ყველას იცნობს და ვერ აცნობიერებენ, რომ მართლა ყველა ყველას იცნობს და არაფერი არ იმალება, არც ის სქემები, რომლებსაც ალაგებენ. ერთ სქემაზე ვიტყვი - ყველაზე მარტივი სქემა, რომელიც აირჩიეს, ნაცვლად იმის, რომ უცხოურმა ფონდებმა და დონორებმა მისცენ გრანტი ორგანიზაციას, რისთვისაც მათ თანხმობა სჭირდებოდა, დაიწყეს ამ ორგანიზაციებისთვის არა ერთბაშად ფულის მიცემა, არამედ მათი თანამშრომლების დაქირავება ხელშეკრულებით და მათთვის ცალ-ცალკე ფულის ჩარიცხვა.
ორი-სამი წლის წინ ჩამოსული გადამთიელი რომ ფიქრობს, რომ ქართველებს ჭკუაში მოგვატყუებს, გადახედონ ჩვენს ისტორიას, გაერკვნენ, საერთოდ რასთან და ვისთან აქვთ საქმე. ასე რომ, საკუთარ თავს ჰკითხონ, რატომ გახდა ყველა საჭირო ეს ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ - იმიტომ, რომ ევროკავშირი არღვევს ქართულ კანონმდებლობას, მარტა კოსისვე აღიარებით ცდილობს მის შემოვლას. ლორა თორნტონის აღიარებით, აქვს სქემები დალაგებული”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.








