„რა უნდა ვთქვა ამ პარტიაზე, რომლის თავმჯდომარეც ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა, რაზე უნდა ვისაუბროთ? უკვე ეს ორგანიზაცია სასაცილო გახდა. ამიტომ, გასაგებია, რომ ასეთი პროცესები იქნება პარტიაში. ამ პარტიის სახეები იყვნენ, ზაზა თავაძე, ნათია მეზვრიშვილი, თეონა აქუბარდია და ყველამ დატოვა." - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
" თავად გახარია გერმანიაში სწავლობს თუ ასწავლის ვერ გავერკვიეთ, მაგრამ სტიპენდიატი რომ არის, ამ ყველაფერში გავერკვიეთ, სასაცილოა. ნებისმიერი პარტია, ორგანიზაცია, ჯგუფი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც ღალატის საწყისში დგას, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, რა თქმა უნდა, იმ პარტიას, იმ გაერთიანებას, იმ კავშირს არანაირი მომავალი არ აქვს. შხამიანი თესლიდან მხოლოდ მწარე ნაყოფი გამოდის, – განაცხადა პაპუაშვილმა.












