გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. "რაიხსბიურგერების" ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი "არ აღიარებენ ხელისუფლებას" - საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლებას,” - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე.
,,გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. "რაიხსბიურგერების" ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი "არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას", "ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს", "ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს", "ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში", "ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება".