საქართველოში ევროპარლამენტის რომელი დელეგაციაა ჩამოსული, არ ვიცი, თუმცა ევროპარლამენტის დღევანდელი მდგომარეობა ვიცით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ორი მორალური ღერძი აქვს, რომ სააკაშვილი დემოკრატი, პოლიტპატიმარი და არა კრიმინალია, ასევე ის, რომ მათთვის საქართველოს მილიონ 120 ათასი ადამიანი მოქალაქე არარაობაა, რომელთაც ხმა ხელისუფლებას მისცეს.
„შეგახსენებთ მათ რეზოლუციას, სადაც ორი რამეა მორალური სვეტი, რასაც საქართველოსთან დაკავშირებით ეყრდნობიამ. პირველია, რომ მიხეილ სააკაშვილი დემოკრატი, პოლიტიკური პატიმარი და არა კრიმინალია. მეორეა, რომ მათთვის საქართველოს მილიონ 120 ათასი ადამიანი მოქალაქე არაფერი და არარაობაა, რომელთაც ხმა ხელისუფლებას მისცეს. ევროპარლამენტმა ეს ადამიანები არარაობად გამოაცხადა, რადგან თქვეს, რომ მათ ნებას არ აღიარებენ. ეს ორი მორალური ღერძია, რაზეც ევროპარლამენტი დგას. მათ კითხვა უნდა დავუსვათ, ხმა მისცეს თუ არა ამ რეზოლუციას, რომლითაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადეს და ქართველი ხალხი არარაობად? ეს ადამიანები თუ იტყვიან, რომ მხარი დაუჭირეს, ისინი არიან ანტიდემოკრატები და ქართველი ხალხისთვის ძირის გამომთხრელები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.