საინფორმაციო ხმაურია. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, გადაწყვეტილებას, რომელიც ორი თვის წინ იქნა მიღებული, კვირა გამოშვებით მისცეს საკვები თავისი თანამონაწილეობით,”– ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღებას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისი ეს ნაბიჯი გასაკვირი არ არის.
„საინფორმაციო ხმაურია. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, გადაწყვეტილებას, რომელიც ორი თვის წინ იქნა მიღებული, კვირა გამოშვებით მისცეს საკვები თავისი თანამონაწილეობით. გახსოვთ, ის მონაწილეობდა „ენჯეოსთან“ და რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ანტიქართულ აქციაში. ახლა მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის. რა ვქნათ, ვიცით, გავიგეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.