საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს ალან გილამს შეხვდა.

შეხვედრაზე პარლამენტის მიერ 2022 წელს გაწეულ საქმიანობაზე, მის შედეგებზე და 2023 წლის გეგმებზე ისაუბრეს. მათ შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე.

 ალან გილამმა აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მზად არის საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელოს.