ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესახებ საუბრისას ისაუბრა.

,,შეუძლებელია, თუ ადამიანი გათვიცნობიერებულია თავისი არსით სრულიად ქართული კანონის იდეაში, აპროტესტებდეს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. საბედნიეროდ ოპოზიციამ შარშანდელთან შედარებით ვერ შეძლო ჩვენი საზოგადოების იმხელა ნაწილის შეცდომაში შეყვანა, როგორც მაშინ შეძლო მაშინ. თუმცა დღესაც ვხედავთ გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ, რომელიც არის მარტივი . საკითხი ეხება შემდეგს - ჩვენ მოქალაქეებს რა გვინდა ვიცოდეთ უფრო მეტი მათზე, ვინც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში ასეთები არიან მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ვიცოდეთ ნაკლები მათ შესახებ. პასუხი ერთადერთია - გვინდა და  გვაქვს უფლება ვიცოდეთ მეტი მათ შესახებ, როგორც ვიცით საჯარო მოხელეების, მოსამართლეების შესახებ. ყველას შესახებ ვიცით უფრო მეტი ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. დღეს არასამთავრობო სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი ამ ქვეყანაში, რომელიც ამავე დროს ჩართულია პოლიუტიკური ცხოვრების ფორმირებაში.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.