საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან ერთად ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის გახსნას დაესწრო.

ბაკურციხე-წნორის ახალი გზა საერთაშორისო საგზაო მარშრუტის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია  ასფალტბეტონის 2-ზოლიანი საფარით, სადაც საქართველოში პირველად გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები.

ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 87.8 მილიონი შეადგინა.

ბაკურციხე-წნორის 18-კილომეტრიანი გზის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.