მთავარი პასუხი აინტერესებდა ის, რომ გვეთქვა - „კი, დავაწესებთ სანქციებს“. რა თქმა უნდა, როდესაც დააწესებ სანქციებს, ნიშნავს, კი, წავალთ ესკალაციაზე რუსეთთან და რუსეთთან ესკალაციას რა მოსდევს შედეგად, ეს 4 დღით ადრე გვქონდა ნანახი კიევში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კელი დეგნანზე საუბრისას.
მისივე თქმით, აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი მათ რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა. პაპუაშვილმა ისაუბრა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიანთან საქართველოში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზეც.
„ო'ბრაიანი აქ რომ იყო ჩამოსული, აშშ-ის ყოფილ ელჩთან, დანიგანთან ერთად რომ იყო, მასაც მოვუყევი ეს ამბავი და საყვედურად ვუთხარი, რომ 28 თებერვალს, 4 დღის დაწყებულია ომი და კიევსაა მიმდგარი რუსეთის არმია და აშშ-ის ელჩი მოდის ჩემთან კაბინეტში და მეუბნება, ნაცვლად იმისა, რომ [ეთქვა] ქართველებო, ახლა ზედმეტად თავს ნუ გამოიჩენთ, ახალი პრობლემა აქ არ შექმნათ, ახალი ესკალაციის კერა აქ არ შექმნათ; აგერ, რუსეთის ჯარი ახლოს არის, რამე არ მოხდეს, რომ შემდეგ თქვენც არ იყოთ საშველები, ნაცვლად ამისა, მოვიდა [დეგნანი] და პირველი სიტყვები იყო, ის, რომ რა ხდება? შეშფოთებულია ვაშინგტონი, აირჩიეთ ახლა ნათელ მხარეს ხართ, თუ ბნელ მხარეს? რატომ არ აწესებთ სანქციებს? დააწესეთ სანქციები!“, - განაცხადა პაპუაშვილმა აშშ-ის ყოფილ ელჩზე საუბრისას.
მისივე თქმით, დეგნანს უხსნიდა გარემოებებს, თუმცა მას პასუხი არ აინტერესებდა.
„მთავარი პასუხი აინტერესებდა ის, რომ გვეთქვა - „კი, დავაწესებთ სანქციებს“. რა თქმა უნდა, როდესაც დააწესებ სანქციებს, ნიშნავს, კი, წავალთ ესკალაციაზე რუსეთთან და რუსეთთან ესკალაციას რა მოსდევს შედეგად, ეს 4 დღით ადრე გვქონდა ნანახი კიევში, უკრაინაში როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ეს ვუთხარი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ო'ბრაიანს, რომ ასე უნდა მოიქცეს სტრატეგიული პარტნიორი? - ეს იყო ჩემი კითხვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულზე მას ვრცელი პოსტიც აქვს დაწერილი.









