ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"გუშინ ვნახეთ მაგალითად რომ კანადაშიც ინიცირდება მსგავსი კანონი,ვნახეთ სხვა ქვეყნებში როგორ მიდის განხილვა. ეს არის გარკვეული ფარისევლობა ამ პროცესისა. ეს ბევრჯერ მითქვამს, ზოგიერთ აქვს ისეთი დამოკიდებულება რომ თავად არიან იუპიტერები და საქართველო არის ხარი, ის რაც იუპიტერითვის არის დასაშვები, ქართველებისთვის და პატარა ქვეყნებისთვის არ არის დასაშვები. კანადაში მოხდა ინიცირება, ევროკავშირში მოხდა ინიცირება მაგრამ სადმე პანიკა ატყდა? განხილვაზე პანიკა არის კანადაში? აი რატომ არის პანიკური სიტუაციის შექმნის სურვილი ზოგიერთი უცხოური აქტორის მხრიდან საქართველოში? რა თქმა უნდა ინტერესია აქ თავად ამ აქტორების მხრიდან, რადგან საქმე ეხება ევროკავშირის თანხებს, აშშ-ს თანხებს, რომელიც ფარულად იხარჯება საქართველოში. ამაზე არაერთხელ მითქვამს. მათთვისაც არაერთხელ მითქვამს და ამაში ვთანხმდებით, სხვათაშორის. ჩვენ პარტნიორებთან ვთანხმდებით რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი, ამერიკის ნაციონალური დემოკრატიის ფონდი არ ასაჯაროვებს თავის ფინანსებს და ამას არავინ უარყოფს, ამაში ვთანხმდებით. აქ ჩნდება ახალი კითხვა, რა ტიპის ორგანიზაციები არიან ისინი, როცა თავიანთ ფულს სხვა ქვეყანაში ფარულად ხარჯავენ და რა კავშირი აქვს ამას დემოკრატიასთან. ეს უფრო სპეცსამსახურების მუშაობის სტილს ჰგავს, რაც მეტ კითხვას ბადებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.