ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას, პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ მიულოცა მას წარმატებული არჩევნები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის ახალი დინამიკა, რომელიც არსებობს რეგიონში. აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიალოგი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც მარტო საქართველო ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად რეგიონში ყველა იყოს მოწადინებული და ნიკოლ ფაშინიანის დაპირება სწორედ ეს იყო მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა სომხეთისთვის, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს მშვიდობას რეგიონისთვის. ეს თავის მხრივ წაადგება ამ რეგიონის თითოეული ქვეყნის სახელმწიფოს და ერის კეთილდღეობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









