იმ ყველაფრის შემდეგ, როდესაც თავად ბრიუსელმა აღიარა, რომ გაწევრიანების პროცესი თავად შეაჩერა 2024 წლის ივნისში, 28 ნოემბრამდე 5 თვით ადრე ,ამ პირობებში კიდევ ასეთ აქციებზე ფიქრი აჩვენებს, რომ მართლა საქმე გვაქვს არაადეკვატურ ადამიანებთან, რომლებსაც სურთ აღნიშნონ ტყუილის ერთი წლისთავი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც აქციის მონაწილეთა თქმით, პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის გასვლას უკავშირდება.
მისი თქმით, როგორც ჩანს რადიკალები აჯამებენ დეზინფორმაციის და სიცრუის ერთ წელს.
„28 ნოემბერს დაანონსებული აქვთ ტყუილის, დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივის გავრცელების ერთი წლისთავი. თუ კი ამ დონემდეც კი მივედით, რომ უნდა აღნიშნონ ტყუილის და დეზინფორმაციის ერთი წლისთავი, ჩვენგანაც რა თქმა უნდა ადეკვატური შეფასებები იქნება. ჩვენც გავიხსენებთ აუცილებლად იმ ერთ წელს და იმ ერთწლიან ტყუილს, რომელიც ბრიუსელის ხელშეწყობით ამ ჯგუფებმა საქართველოში აწარმოვეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









