"საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები არ არიან ჩამოსული, ჩამოსული არიან კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სხვადასხვა კონგრესმენების მრჩევლები. ეს არის ე.წ. სტაფერების ვიზიტი, აპარატის თანამშრომლებისა და მრჩევლების ვიზიტი. მათ სხვადასხვა შეხვედრა აქვთ, მათ შორის პარლამენტშიც ექნებათ შეხვედრები. ყოველთვის მზად ვართ, რომ მათთვის საინტერესო საკითხებზე ვისაუბროთ." – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სხვადასხვა შეხვედრა აქვთ, მათ შორის პარლამენტშიც ექნებათ შეხვედრები, ყოველთვის მზად ვართ, რომ მათთვის საინტერესო საკითხებზე ვისაუბროთ,

მისივე თქმით, 

 გასაგებია, რომ პოლიტიკური ხასიათის შეხვედრა იქნება, მაგრამ, ვინაიდან, მრჩევლები არიან და ამბავს ჩაიტანენ თავიანთ კონგრესმენებთან, მათთვის საინტერესო იქნება პირველწყაროდან მოისმინონ, თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და არ მოისმინონ, ლორა თორტონებისგან და ეკა გიგაურებისგან, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი არიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს