ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აშშ- ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას მასპინძლობს.
ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას", - წერია საელჩოს ინფორმაციაში.




