'არის თუ არა 5 მოკლული ვაჟკაცის სისხლში მონაწილე ხელისუფლების დანაშულებრივი საკადრო და მთლიანად პოლიტიკა? "- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის " ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მაინტერესებს რატომ გააგდეს თითქმის ყველა შიდა თუ საგარეო ომების წარმატებული მონაწილე ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროდან, რის გამოც მიღებული სტრესით დიდი ალბათობით, ის ჩამოყალიბდა ფსიქოპატ-- მკვლელად და რატომ დანიშნეს თავდაცვის მინისტრად ივანიშვილის ბანკში გაზრდილი ჯუანშერი? რომელსაც ჯარშიც კი არ უმსახურია. როგორც ცნობილია ვიეტნამში ომის მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცები დღემდე განსაკუთრებულ მატერიალური და ფსიქოლოგიური დახმარების რეჟიმში არიან. რატომ მიატოვეს ასე უპატრონოდ პროფესიონალი ოფიცერი თავდაცვის უწყებამ,რომელსაც აუცილებლად ექნებოდა ომებისგან ფსიქიკა შერყეული? სად მიდის თავდაცვაზე თუნდაც ამერიკიდან გამოყოფილი მილიარდები? რომელ ვეტერანს მოხმარდა ეს რესურსი? რატომ აძლევდნენ მხოლოდ 21 ლარ დახმარებას მთელი ცხოვრება ომის მონაწილეებს?მატერიალური თანადგომის მაგივრად რატომ მიიღეს აი ახლაც, საახალწლოდ, ვეტერანებმა მხოლოდ ღარიბაშვილის ყურებამდე გაღიმებული საოჯახო მისალოცი ბარათი? და ყოველივე ამის შემდეგ არის თუ არა 5 მოკლული ვაჟკაცის სისხლში მონაწილე ხელისუფლების დანაშულებრივი საკადრო და მთლიანად პოლიტიკა?'   - წერს შალვა ნათელაშვილი.