ამერიკოული კომპანია "ედისონ რისერჩის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით უკმაყოფილი "ლეიბორისტული პრტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს მიმართავს:

"ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს.

კვლავ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას მეგობარ ამერიკელ ხალხსა და პირადად თქვენ.

ის რაც გამოაქვეყნა ამერიკულმა კომპანია ედისონ რისერჩმა ტელეკომპანია ფორმულაზე წარმოადგენს , იმ დიდი ძალისხმევის შეურაცხოფას, რასაც ქართველი ხალხი და ამერიკელი მეგობრები ეწევიან ჩვენს ქვეყანაში რუსული ოლიგარქიის დასამთავრებლად. ეს კვლევები ასევე მიმართულია ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ რომელმაც 12 წლის წინ დაიწყო ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის საერთაშორისო სანქცირებისათვის, არ შევიდა სხვა ოპოზიასავით გაყალბებულ პარლამენტში გადაიტანა დასანქცირება და არნახული დევნა რის გამოც ჩვენი რეიტინგი 20 პროცენტზე ნაკლები არაა.

თუ არ გჯერათ მზად ვართ საელჩოს წარმომადგენელთან ერთად გავიაროთ ქუჩებში და მერე სხვა ვითომ ოპო— ლიდერებთან ერთად სცადეთ გასეირნება.

როგორ შეიძლება ჩვენზე წინ იყოს ბანკირ ხაზარაძის პარტია? რომელიც ხალხს სძულს მაღალი ყაჩაღური საპროცენტო პოლიტიკის გამო. მას ხმას მისცემს მხოლოდ ის ვისაც ფულს გადაუხდის. ან რანაირად დაწერეს ჩვენზე წინ ივანიშვილის ექს პრემიერ გახარიას პარტია რომელიც ასევე სიძულვილის საგანია ახალგაზრდებისათვის მიტინგებზე თვალების დათხრის გამო. სირცხვილია იმ ორი დღის წინ დარეგისტრირებული გვარამიას პარტიის ჩვენზე წინ ჩაწერა, რომელიც იყო წინა რეჟიმის პროკურორი და მე პირადად გამომიცხადა 25 წლიანი პატიმრობა, რის გამოც 2008 წელს გულზე ოპერაცია დამჭირდა მიღებული სტრესისგან. მთლად სირცხვილი და თავის მოჭრაა ჩვენზე წინ ოლიგარქის უშიშროების მიერ შექმნილი ე. წ პარტია გირჩის დაწერა, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად , აქტიურად ახალისებს მორფინიზმსა და პედოფილიას. მოკლედ თუ ამერიკელმა მეგობრებმა ასე გააგრძელეს, შემოდგომაზე აქ ისევ დარჩება რუსული რეჟიმი და წყალში ჩაიყრება ამდენი ბრძოლა.

ჩვენ ვამზადებთ შესაბამის ინფორმაციებს ვაშინგტონში ხოლო ყალბი რეიტინგების დამწერ კომპანიას ვუჩივლებთ სასამართლოში" წერს შალვა ნათელაშვილი წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.