უბედურება იმაში კი არ არის, რომ მაგალითად, ბინა გააქირავე და დამქირავებელი რუსეთის მოქალაქეა, პრობლემა სხვა რამეშია - როდესაც სხვას აკრიტიკებ იმის გამო, რასაც თავად ჩადიხარ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძეზე საუბრისას განაცხადა.

„უბედურება იმაში კი არ არის, რომ მაგალითად, ბინა გააქირავე და დამქირავებელი რუსეთის მოქალაქეა, პრობლემა სხვა რამეშია - როდესაც სხვას აკრიტიკებ იმის გამო, რასაც თავად სჩადიხარ, რა საკვირველია, აქ ჩნდება პრობლემა. პირველ რიგში, ეს თავიდან ბოლომდე ააშკარავებს პოზიციებს, რომელიც აქვს ასეთი ტიპის პოლიტიკოსებს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი პოზიცია და არგუმენტი შესაძლოა ეჭვის ქვეშ დადგეს, რამდენად კეთილსინდისიერად არის წამოყენებული და ეს ბუნებრივია, კარგად წარმოაჩენს, რომ არგუმენტების უდიდესი უმრავლესობა, თუ არა ყველა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს, ნაკარნახევია არა კეთილსინდისიერად, არა იმ რწმენით, რომ ეს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია და ასე შემდეგ, არამედ მათი ვიწროპარტიულ, მერკანტილური ინტერესების სამსახურშია ჩაყენებული ყველა ასეთი არგუმენტაცია“, - განაცხადა სარჯველაძემ.