იმდენჯერ შეიცვალა სააკაშვილის განცხადებები, რომ მათში  ლოგიკის დანახვა ჭირს, სხვათა შორის, ეს მისი პატიმრობაში ყოფნიდან არ დაწყებულა - ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„იმდენჯერ შეიცვალა სააკაშვილის განცხადებები, რომ უკვე ძალიან ჭირს მათში მწყობრი ლოგიკის დანახვა. სხვათა შორის, ეს მისი პატიმრობაში ყოფნიდან არ დაწყებულა. ამ პოზიციების მერყეობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მისი უკრაინაში წასვლის შემდეგ ცვალებადი პოზიციები ჰქონდა ჩამოსვლა-არ ჩამოსვლასთან, ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა არმონაწილეობასთან დაკავშირებით. მოქალაქეობაზეც ჯერ თვითონ თქვა უარი, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, შემდეგ ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. დროის მიხედვით, იმ დღეს რაც აწყობს, იმ განცხადებას გააკეთებს, მეორე დღეს კი სრულად უგულებელყოფს საკუთარ განცხადებას, თითქოს მისი ნათქვამი არ იყოს. რუსეთთან სავიზო რეჟიმზე მთელი „ნაცმოძრაობა“ დღეს ჩვენ გვეჩხუბება, ამ დროს კი, ვინ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი, ყველას კარგად ახსოვს. ასეთი ბუნების პოლიტიკური პარტია“, - აცხადებს სარჯველაძე.