ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს ავრცელებს.
„ჩვენ ჩამოვედით საქართველოში. რთულ დროს შეგიძლიათ, თქვენი მეგობრების იმედი გქონდეთ“, – წერს მარგუს ცაჰკნა და კოლეგებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ასევე, საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისიც წერს.
„ჩამოვედით საქართველოში, სადაც მორიგი ბრძოლაა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის“, – გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
Landed in Tbilisi, where another battle for democracy, freedom
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) May 14, 2024
and European future is taking place. 🇬🇪🇪🇺
Follow this thread for updates 🧵👇 pic.twitter.com/LtROeRRc68