საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, ირჟი ბარტაკს შეხვდა.  

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობები, საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ურთიერთობების განვითარების შემდგომი ნაბიჯები.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ და მეგობრულ კავშირებზე. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის, ტურიზმის, ეკონომიკის, განათლების, ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით თანამშრომლობა. აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობის საჭიროება.

პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.