საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა .

 იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი იყო.

ახალი ამბების სააგენტო "აიპრესი"  ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.