პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. პარლამენტის თავმჯდომარე  ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს - შალვა პაპუაშვილი შეხვდება ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს.


საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს
საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.