მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა.
აღნიშნულის შესახებ დასკვნა დავით მათიკაშვილმა წარადგინა.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება 21 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ცვლილებების თანახმად, მამუკა მდინარაძემ ვიცე პრემიერისა და ასევე ახალი სამინისტროს-სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უნდა დაიკავოს.
სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გეკა გელაძეა წარდგენილი.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დასკვნას მხარი დაუჭირა. საკითხს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.




