რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქციის დაშლის საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს, დემონსტრანტებმა სპეცრაზმის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლიც. 

აქციის დაშლის პროცესში, დააკავეს რამდენიმე პირი.

დემონსტრანტებმა აქციაზე პიროტექნიკა მანამდეც გამოიყენეს, რის შედეგადაც, ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი უკვე მე-9 დღეა, რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს