"სირცხვილი არ ჰქვია ამას , კანონის უგულვებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლისსამართლის საქმეა!"

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მოლდოვა უცხოეთში 228 სააღცევნო უბანს გახსნის, საქართველო კი, - 60-ს.

შეგახსენებთ: საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბერს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. ამის შესახებ ცესკო-ში განაცხადეს.