საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახელით მშვიდობის ფორუმის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებას დაესწრო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელსა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან, ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს.
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტის შესახებ 8 ნოემბერს განაცხადა.