მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, იგი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები.