„არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული თემა სწორედ ქართული ოცნების მიერ, რისთვის? იმისთვის და შედეგიც მიღწეულია, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეები და მოწინააღმდეგეები - არ არსებული არჩევნების გამო.

ჩვენ რეალურად ვკარგავთ ქვეყანას! ვკარგავთ სახელმწიფოს!  ეს უკვე ნათელია, ვკარგავთ დამოუკიდებლობას!
ვკარგავთ ჩვენს იდენტობას-ქართულ ზრდილობასა და ქართულ წესებს! 
ოფიციალური საქართველო მხოლოდ ლანძღვით, ბოღმითა და მუქარებით ელაპარაკება თავის საზოგადოებას.  რეალურად სუფევს კრიმინალურ-მაფიოზური წესები - გარიგების, დაშინების. არცერთი მოქალაქე დაცული აღარ არის!


არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული თემა სწორედ ქართული ოცნების მიერ, რისთვის? იმისთვის და შედეგიც მიღწეულია, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეები და მოწინააღმდეგეები - არ არსებული არჩევნების გამო.

ჩვენ ვართ რაღაც აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ ახლა მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. რეალურად, მე ვარ დარწმუნებული, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები. ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხელისუფლება ბოლომდე ამ არჩევნების მითს“ — აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.