საერთოდ არ არის საინტერესო ჩემთვის, ესა თუ ის ამომრჩეველი გუშინ ვის აძლევდა ხმას, თუ ის დღეს არის მზად მხარი დაუჭიროს, ქვეყნის რუსეთისგან დეოკუპაციას,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„დიახ, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ ეს ამომრჩეველი დღეს არის უმცირესობა ჩვენს ქვეყანაში. ანუ ამ ქვეყნის მოქალაქეების 70%-ს უნდა ცვლილება. ჩვენ, „ლელო“, ამ 70%-საც და თუნდაც „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც თუ არის ვინმე, ვისაც უნდა ცვლილება... ჩვენ არ ვყოფთ საქართველოს მოქალაქეებს „ნაცებად“, „ქოცებად“ და პარტიის მიმდევრებად. ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა, უნდა ვიცხოვროთ ყველამ ერთად დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში. საერთოდ არ არის საინტერესო ჩემთვის, გუშინ ვის აძლევდა, ესა თუ ის ამომრჩეველი ხმას, თუ ის დღეს არის მზად მხარი დაუჭიროს, ქვეყნის რუსეთისგან დეოკუპაციას და რუსული პოლიტიკური ოკუპაციისგან ამ ქვეყნის გათავისუფლებას",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.