ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ მისი მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას, მხოლოდ პროცესის შეფასებას. თუმცა, ამას რატომ ამბობს? ლეგიტიმურად შეფასების შანსი წაართვა ივანიშვილის რეჟიმს. ანუ, ირიბად არ მისცა ლეგიტიმაცია არჩევნებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეუთოს დასკვნა ცალსახად ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა უამრავი დარღვევით და ვერ მოიპოვა საზოგადოების ნდობა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას, მხოლოდ პროცესის შეფასებას. თუმცა, ამას რატომ ამბობს? ლეგიტიმურად შეფასების შანსი წაართვა ივანიშვილის რეჟიმს. ანუ, ირიბად არ მისცა ლეგიტიმაცია არჩევნებს.
საარჩევნო პროცესი შეფასებულია უარყოფითად. არსადაა ხსენება არც სამართლიანი, არც თავისუფალი არჩევნების.
დასრულდა საუბარი ეუთოს დასკვნის მოლოდინზე. ყველაზე მძიმე დასკვნაა, რაც ოდესმე დაუწერიათ ამ ქვეყანაში.
არჩევნებმა ვერ მოპოვა საზოგადოების ნდობა. წერტილი“, - წერს სალომე სამადაშვილი.
ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა