სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებულ მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას და პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.