სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ სხვადასხვა ადამიანებისა და ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და გამოხატულ პროპაგანდას, ანტისემიტიზმს,-  ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.

„27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნით ვადასტურებთ, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, არ გვავიწყდება ნაცისტური რეჟიმის მიერ განადგურებული ადამიანები - 6 მილიონი ებრაელი, საბჭოთა ტყვეები, და მათ შორის ქართველებიც, ბოშები, შშმ პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.
სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ სხვადასხვა ადამიანებისა და ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და გამოხატულ პროპაგანდას, ანტისემიტიზმს. ვფიქრობ, ჩვენ  ყველა, ხელისუფლება და საზოგადოება პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის თითოეულ შემთხვევას, რათა არ მივცეთ ფაშიზმს განვითარებისა და დამკვიდრების შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.