შესაძლებელი არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ოღონდ არა ამ ხელისუფლებით, რომელიც დღეს მთავარი დაბრკოლებაა ევროკავშირთან დაახლოების, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„ის მაჩანჩალობა, რომელსაც ივანიშვილმა საზოგადოება მიაჩვია, არ არის ნორმალური მოცემულობა. ის მოცემულობა, სადაც ივანიშვილი გვეუბნება, რომ არაფერი შეიცვლება, ვისაც არ მოსწონს წავიდეს, ეკონომიკა ამაზე მეტად ვერ გაიზრდება, ჩვენ ამ მოცემულობას და ამ სტატუს-კვოს ვუპირისპირდებით და ვამბობთ, რომ დიახაც, შესაძლებელი არის გაცილებით უფრო ამბიციური იყოს ჩვენი გეგმები. შესაძლებელი არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ოღონდ არა ამ ხელისუფლებით, რომელიც დღეს მთავარი დაბრკოლებაა ევროკავშირთან დაახლოების. შესაძლებელია, რომ პენსია იყოს 1000 ლარი, შესაძლებელია, რომ საფონდო ბირჟა გაიხსნას ქუთაისში, შესაძლებელია, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს"- განაცხადა საბა ბუაძემ "ტვ პირველის" ეთერში.