საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ბარ „პარლამენტში“ სკაიპით ჩაერთო და იქ შეკრებილ ახალ სახეებს მიესალმა.
როგორც ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, გუბაზ სანიკიძის შვილი, ლევან სანიკიძე მას დიდი ხანია რაც მხარს უჭერს. "მე მინდა გითხრათ, რომ გუბაზ სანიკიძეზე მეტად საინტერესო იყო მისი შვილი, რომელიც აქ მაგიდაზე იჯდა. დიდი ხანია ჩემი მხარდამჭერია ამის გამო აქვს კონფლიქტი გუბაზთან. ერთად რომ შევიკრიბეთ მოაგვარა მამამისთან კონფლიქტი. ძალიან მომეწონა მისი შვილი ლევან სანიკიძე.",-ამბობს სააკაშვილი. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხალხს აქვს უნდობლობა დიდი ხნის ყოფილი პოლიტიკოსის მიმართ: " ზოგადად ხალხს აქვს უნდობლობა დიდი ხნის ყოფილი პოლიტიკოსის მიმართ. ეს გარდაუვალია. ამიტომ, ზედმეტი წარმოდგენა ნუ გვექნება, ვიღაცას თავის თავი მოწონს სარკეში იყურება და ჰგონია, რა მაგარი ტიპი ვარ უნდა დამაფასოთ, მასე არ არის. არცერთი არ ვართ მაგრები! კარგი, მაგარი ტიპები რომ ვიყოთ, საქართველო ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა, წერტილი!”,-ამბობს სააკაშვილი.