სააკაშვილი: 1 მარტიდან სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მე ვხსნი ჩემს პირად შტაბს

1581143188
"1 მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა" - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
მისი განმარტებით, უკვე გადაწყვიტა, რომ ღიად, აქტიურად, ორგანიზაციულად, ჩაერთოს ხალხის დასახმარებლად, ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და საქართველოს სწრაფი განვითარების გზაზე მყარად დასაბრუნებლად.
"მე რა თქმა უნდა, ვარ მომხრე ყველა ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის, მე ვარ მომხრე ჩვენი ფართო ფრონტის შექმნის, მე ვარ მომხრე იმისა, რომ არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ დაბრუნდეს თავის კაბინეტში და ბევრი ახალი ადამიანი, ღირსეული მოვიდეს პოლიტიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ამაზე აქტიურად ვმუშაობ და ყველაფერ ამაში უშუალოდ მივიღებ ძალიან აქტიურ მონაწილეობას.
ამიტომ პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა.
ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.