ვიცე-სპიკერები პარლამენტში ყველაზე უსარგებლო და უფუნქციო წარმონაქმნია და ასეთი თანამდებობა საერთოდ უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
საქართველოს პარლამენტში ყოველი მესამე დეპუტატი რაღაცის უფროსია და ამ უფროსს გამოარჩევს ის, რომ პერსონალუტი ავტომობილი ემსახურება.
“ქართული ოცნების” და მისი სატელიტი პოლიტიკური ჯგუფის 88 კაციან შემადგენლობიდან ყოველ მეორეს ემსახურება 45 პერსონალური მანქანა, ანუ ეს ადამიანები ვიღაცების თუ რაღაცების უფროსები არიან. აბსურდია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს 6 მოადგილე, თავისი სამდივნოებით, შტატებით, მანქანებით, ბიუჯეტებით და ასე შემდეგ. ახლა, რუსულ ძალას, რომელსაც ხალხის ძალა რომ შეარქვეს, დამატებითი კომფორტი რომ შეუქმნან, ვიცე-სპიკერის პოსტით აჯილდოებენ.
აქვე დამატებით მეშვიდე ვიცე- სპიკერის პოსტი შემოაქვთ “ზრდილობისათვის” და თურმე ეს ოპოზიციისთვის ყოფილა განკუთვნული. არა და ოპოციისათვის განსაზღვრული ერთი ვიცე-სპიკერის პოსტი, რომელიც კანონით ნაციონალურ მოძრძრაობამას ეკუთვნის, როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას, დღემდე ვაკანტურია, რადგან არ უნდათ ამ პარტიის წარმომადგენელი ჰყავდეთ სპიკერატში. ყველა ეს პოსტობანა, შიდასაპარლამენტო ინტრიგები, ხალხის ფულის ფლანგვა და ფუფუნებაზე გათვლილი გადაწყვეტილებების მიღება არის უზნეობა.
პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ჰყავდეს ერთი მოადგილე, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში ჩაანაცვლებს. ვიცე-სპიკერები პარლამენტში ყველაზე უსარგებლო და უფუნქციო წარმონაქმნია და ასეთი თანამდებობა საერთოდ უნდა გაუქმდეს.