"სახალხო დამცველის მოხსენებამ ფაქტობრივად აჩვენა, რომ ქვეყანაში განუკითხაობაა . შექმნილია არაფორმალური იმუნიტეტის სისტემა ,სადაც დაუსჯელად გრძნობენ თავს მაღალი რანგის ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკები", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ომბუდსმენის ანგარიშში ნათლადაა ნაჩვენები, რომ სასამართლო სისტემა გაუმართავია და ხელისუფლებას ემორჩილება.
"ზედა ეშელონებში საშინელ კორუფციაა და ქვეყანაში ფაქტობრივად სასამართლო არ არსებობს, ის აღმასრულებელი ხელისუფლების სრულ მორჩილებაშია. ქვეყანა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის. ეს არის ამ მოხსენების მთავარი დასკვნა.განუკითხაობა ძალოვან სტრუქტურებში. როგორ შეიძლება მოიპარო მილიონი ლარი ერთ დღეში, მიწების ყიდვა გაყიდვით. ან როგორ შეიძლება სცემო, უმაღლესი კონსტიტუციური იმუნიტეტის მქონე სახელმწიფო მოხელე და ამაზე არავინ გაგებინოს პასუხი. ისტორია აჩვენებს, რომ დაუსჯელი არავინ რჩება. ეს ადამიანები დაისჯებიან,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.