შოთაძე მისი მოხსნით რა თქმა უნდა არ იქნება ბედნიერი. კარგად იცის, რომ თანამდებობაზე მყოფი პირის დასანქცირება გაცილებით რთულია, ვიდრე თანამდებობაზე ნამყოფისა - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"მორიგ შეთქმულების თეორიებში რომ არ გადავვარდეთ გენერალური პროკურორის “ავადმყოფობის” გამო გადადგომის შეფასებისას. საკითხი მარტივადაა, შოთაძეს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა. “ქართული ოცნება” აქედანვე იჭერს თადარიგს და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ეყოლება თავისი კაცი, ისევე როგორც უზენაეს სასამართლოში და სხვა ძნელად მოსახსნელ თანამდებობებზე. შოთაძეობას კი ნებისმიერი მათი დანიშნული პირი იკისრებს, თანაც უფრო ენერგიულად, ახალი ცოცხის პრინციპით.
შოთაძე მისი მოხსნით რა თქმა უნდა არ იქნება ბედნიერი. კარგად იცის, რომ თანამდებობაზე მყოფი პირის დასანქცირება გაცილებით რთულია, ვიდრე თანამდებობაზე ნამყოფისა. ფარცხალაძის მაგალითი წინ უდევს. გაწირეს ფაქტობრივად, დასანქცირების მთავარი კანდიდატი გახდა მოძალადე პოლიციელებთან ერთად." - წერს რომან გოცირიძე.