"სპორტსმენები დისციპლინირებულები არიან. ყველაფერზე აჭერენ ხელს, რასაც პარტია ჩასძახებს. თანაც, კარგი ვირეშმაკებიც არიან - იმით ისაწყლებენ თავს, რომ ღრმად ვერ ერკვევიან საკითხებში და ამით მორალურ შეღავათებსაც ითხოვენ. სინამდვილეში კაი შებერტყილები არიან. ყოველ შემთხვევაში, ისინი მაინც, ვისაც მე გადავყრილვარ პარლამენტში", - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე.
"რაში სჭირდებოდა და სჭირდება “ოცნებას” პარლამენტში სპორტსმენები?:
-ფიზიკურად ძლიერები არიან და იყენებენ ოპოზიციაზე თადასასხმელად. ამიტომ, ძირითადად მოჭიდავეებს, ძიუდოუსტებს, რაგბისტებს და სხვა ჯანიანი სახეობის სპორტსმენებს წერენ სიაში ხოლმე. მოჭადრაკე ან რომელიმე “ნაზი” სახეობის სპორტსმენი პარლამენტში გინახავთ? მხოლოდ სპორტსმენების იმედად არ არიან რა თქმა უნდა ოპიზიციაზე ფიზიკური ძალადობისას. ქოცების მთავარი საფირმო ილეთი მაინც ჯოგური პრინციპით მოქმედებაა. ერთზე ათი კაცით უნდა დაესხან თავს. ხანდახან ესეც საკმარისი არ არის - ნიკა მელიასთან ოცზე მეტი თუ არ შეჯოგდებოდა, ვერ ბედავდნენ მიახლოებას. გუბაზ სანიკიძეს რომ დაესხნენ თავს, მაშინაც ორ ათეულამდე იყვნენ.
-სპორტსმენები დისციპლინირებულები არიან. ყველაფერზე აჭერენ ხელს, რასაც პარტია ჩასძახებს. თანაც, კარგი ვირეშმაკებიც არიან - იმით ისაწყლებენ თავს, რომ ღრმად ვერ ერკვევიან საკითხებში და ამით მორალურ შეღავათებსაც ითხოვენ. სინამდვილეში კაი შებერტყილები არიან. ყოველ შემთხვევაში, ისინი მაინც, ვისაც მე გადავყრილვარ პარლამენტში.
- პოპულარულები არიან და ხმების მომტანნი. შესაძლოა, მაგრამ გაზვიადებული წარმოდგენაა. რა ხმები უნდა მოიტანონ იმ სპორტსმენებმა, რომელთა ერთ ნაწილს არავინ იცნობს ( მაგალითად, ახლა რომ წყალბურთელი წარადგინეს ქოცებმა) ან შეიძლება იცნობენ, მაგრამ მათი პოპულარობის პიკი ჩავლილია. რომელ კანონზე უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი მართლაც რომ ძალიან პოპულარულმა ყოფილმა ძიუდოისტმა და ჯერ კიდევ კარგმა ადამიანმა, სანამ სამუდამოდ არ წაახდენენ და მორიგ ყაველაშვილად არ აქცევენ , ისევე როგორც იმ ხელმეორედ წარდგენილი რაგბისტისა არ იყოს, რომელსაც “ხალხის ძალში” უკრეს თავი და მოღალატის იარლიყი ააკრეს “რუსული კანონის”( და არა მარტო ამისათვის) მხარდაჭერის გამო.
თავად რა მოტივი ამოძრავებთ სპორტსმენებს? ფული ძირითადად და მერე ამბიცია. ესენი ყველანი სხვადასხვა ფედერაციებში სხვადასხვა თანამდებობაზე არიან გამწესებულები და საბიუჯეტო ფულებსაც კარგად ხრავენ. დეპუტატის 4 ათასლარიანი ხელფასისთვის (ხელზე კიდევ უფრო ნაკლები) პარლამენტში არავინ მიდის. მხოლოდ ერთი მაგალითის მოყვანა არის საკმარისი ამ მოსაზრების სისწორის დასადასტურებლად: ასეულ მილიონობით ლარი შეჭამა ბოლო რამდენიმე წელიწადში ფეხბურთის ფედერაციამ და მიუხედავად ამისა, ქართული საკლუბო ფეხბურთი კატასტროფულ მდგომარეობაშია და ევროპის 55 სახელმწიფოს შორის 50-ე ადგილზე იმყოფება. ფარერები და სხვა ჯუჯა სახელმწიფოებიც კი ჩვენზე წინაა. კალაძე რომ “უხელფადსოდ” მუშაობს, ამის უკან თუ რა იმალება, ესეც ყველამ კარგად იცის.
და ბოლოს, როცა ხედავ, რომ ეს პარტია აშკარა ღალატის გზას დაადგა და მაინც მის გვერდში დგომას ირჩევ, სპორტსმენი ხარ თუ არასპორტსმენი, უბრალოდ, არა ხარ კარგი ადამიანი. ბრიყვი არავინაა. ყველამ კარგად იცის, რასაც სჩადის. ნურავის გაუკვირდება, თუ საყოველთაო სიყვარული საყოველთაო სიძულვილით შეიცვლება და ქუჩაში გავლისას “მონას” წამოგაძახებენ. გვინახავს ესეც" - წერს რომან გოცირიძე.