„ქართული ოცნების“ ოცნებაა ან კორონა დაგვემართოს, ან პარლამენტის კიბეზე დავგორდეთ და თავი გავიტეხოთ, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები.
მისივე თქმით, პარლამენტში მიმდინარე პროცესებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია გააერთიანა.
„რაც ამ კვირას ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ჩავუტარეთ, საშინელი იყო და არასდროს დაავიწყდებათ. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში თავი ჩაიწერეს - არ არსებობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინოს. უმრავლესობას ოპოზიციის ეშინია და პარლამენტში არ მოდის. თუ არ დარეგისტრირდი, არ ხარ ე.ი.
დღეს, საგამოძიებო კომისიის შექმნა „ქართული ოცნებისთვის“ არის კატასტროფა. თავი შეირცხვინეს და სასაცილოები არიან. მეც მეცინება, როგორ გვითვლიან. დაგვინახავენ, ითვლიან, - „ისევ მოსულან? კი მოსულან“. მანდატურები თითით ითვლიან.
ჩვენც გვაქვს ასეთი შიშები: ზოგი კიევიდან ჩამოვიდა, ზოგი სტამბოლში იყო სამკურნალოდ და გადმოფრინდა. სრული მობილიზაცია გვაქვს. ოპოზიცია გაგვაერთიანეს. ის, რაც 10 წელი ვერ გავაკეთეთ, „ქართულმა ოცნებამ“ გაგვაკეთებინა. კინო უნდა გადაიღო იმაზე თუ როგორი დაზაფრულები არიან. ამ კურიოზული ფაქტით ისტორიაში შევლენ, როგორც თვით ბოიკოტის გამომცხადებლები.
“ქართული ოცნების" ოცნება რა არის? როდესაც ოპოზიცია შესვენებაზე გავა, ვინმე კიბეზე დაგორდეს, ან ფეხი მოიტეხოს, ან თავი, ან კორონა დაგვემართოს, ან უკეთეს შემთხვევაში 10-10 მილიონი დოლარი დაგვირიგონ, მაგრამ იმდენად პრინციპულები ვართ, რომ 11 მილიონზე არ მოვიცვლით ფეხს. ცოტა კომიკური სიტუაციაა...“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.