ფულის ეკონომიაზე რომ ზრუნავდნენ, არ გაფლანგავდნენ ყოველწლიურად პარლამენტის ბიუჯეტიდან ათეულ მილიონობით ლარს საკუთარი სიამოვნებისათვოს. პარლამენტში უნდა შემოვიდეს აუდიტის სამსახური და უნდა შეამოწმოს ბოლო 6 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯები. - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"თურმე მე და ხატია დეკანოიძეს იმიტომ გვითხრეს უარი პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე, რომ ხომ შეიძლება მასე სხვებმაც მოინდომონ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდანო. ეს ხომ დამატებითი ხარჯები იქნებაო. ანუ, ორიოდე სპეციალისტის მოწვევა რომ შეგვეძლება კანონპროექტებზე სამუშაოდ, ეს ყოფილა პრობლემა. მიზეზი ეს არაა რა თქმა უნდა.

ფულის ეკონომიაზე რომ ზრუნავდნენ, არ გაფლანგავდნენ ყოველწლიურად პარლამენტის ბიუჯეტიდან ათეულ მილიონობით ლარს საკუთარი სიამოვნებისათვოს. პარლამენტში უნდა შემოვიდეს აუდიტის სამსახური და უნდა შეამოწმოს ბოლო 6 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯები.

4 წელი ვიყავი ხაზინადართა საბჭოს წევრი და ვიცი რასაც ვამბობ. მაშინაც ვამბობდი, როცა ხაზინდართა საბჭოში ვიყავი და ვერავინ იტყვის, ახლა რატომ გაგახსენდაო. ნახეთ ხაზინდართა საბჭოს სხდომის ოქმები და იმ პერიოდში ჩემი განცხადებები, თუ როგორ ვამხელდი მათ კორუფციაში.

შტატგარეშეები, პერსონალური მანქანები, წარმომადგენლობით-სამოგზაურო-საქეიფო ხარჯები, უსარგებლო სტუქტურების შექმნა, გაუთავებელი რემონტები და უამრავი სხვა. განსაკუთრებული აზარტულობით გამოირჩევიან რემონტების და “გამაგრებების”საქმეში. მარტო ამ მიმართულებით იმდენი მილიონი ლარი დაიხარჯა(რა თქმა უნდა, ნაცნობ კომპანიებზე), რომელიც ორი ახალი პარლამენტის აშენებას ეყოფოდა.

სხვათაშორის, რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, “ქართულ ოცნებას” შეუძლია შექმნას ორმოცამდე პოლიტიკური ჯგუფი.

ჩვენზე მოუნდათ თურმე ეკონომია. ძვირად დაუჯდებათ მათ ეს თავხედობა.

ცნობისათვის, დღეს შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა და ვითხოვთ ცვლილებებს რეგლამენტში, რათა ბლოკის წევრ დეპუტატებსაც შეეძლოთ საპარლამენტო ჯგუფის შექმნა. ოფიციალურად ეს მოიმიზეზეს. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან.

აუდიტის სამსახურს კი მოვუწოდებ, დროზე დაიწყოს პარლამენტის საბიუჯეტო ხარჯების შემოწმება. მრავალი წელია არ ყოფილან. ესეც კორუფციაზე ხელის დაფარების ერთ-ერთი ფორმაა." წერს რომან გოცირიძე.