რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? რუსეთი რა თქმა უნდა არ მოწამლავდა. მაშინ ვინ? ამერიკა ან ევროპა ანუ “ომის გლობალური პარტია”? - ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით,  ერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს.

რას გვეუბნებიან ჩვენი კრიტიკული არხები: პატრიარქის მოსაყდრე თურმე მოწამლეს. მიზანი მისი მოკვლაა, რათა მომავალში იგი არ გახდეს პატრიარქი. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? რუსეთი რა თქმა უნდა არ მოწამლავდა. მაშინ ვინ? ამერიკა ან ევროპა ანუ “ომის გლობალური პარტია”?

ახლა გამოვარდებიან ქოცები და ამ ზღაპარს სათავისოდ გამოიყენებენ. - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

პატრიარქის ექიმი: ინფორმაცია არ მაქვს, დავრეკე და მითხრეს, რომ მეუფე შიო აბსოლუტურად კარგად ბრძანდება