"ივანიშვილის მიერ მშვიდობის მტრედად არის გაგზავნილი" - ასე ეხმაუმრება მეუფე იაკობის ამერიკაში ვიზიტს "ევროოპტიმისტების" ლიდერი, რომან გოცირიძე.

"რა თქმა უნდა, ის გაგზავნილია მშვიდობის მტრედად, რა თქმა უნდა, ივანიშვილის მიერ, ოღონდ კობახიძის მეშვეობით. ალბათ, მიდის საუბარი იმის თაობაზე, რომ არ დასანქცირდნენ ეს პირები, ვინაიდან გარდაუვალია ივანიშვილის დასანქცირება. ურთიერთობების შესარბილებლად გაუშვეს ალბათ ეს ადამიანი, განსაკუთრებით იმ სკანდალის შემდეგ, როდესაც სუფრიდან გამოაგდეს კობახიძე", - ამბობს რომან გოცირიძე.